Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუ მესის მსგავსად ხელფასს შეიმცირებს ?

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუ თავისი მარადიული მეტოქის ლეო მესის მსგავსად დიდი ალბათობით ხელფასს მნიშვნელოვნად შეიმცირებს.

რონალდუს მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მისი წლიური ანაზღაურება სეზონში 31 მილიონი ევრო გახლავთ.

გასული სეზონის მსვლელობისას და განსაკუთრებით მას მერე, რაც ბიანკონერიმ ჩემპიონთა ლიგა ნაადრევად დატოვა, რონალდუს გუნდიდან წასვლის შესახებ ძალიან ხშირად იწერებოდა, მაგრამ წყაროს ინფორმაციით პორტუგალიელ ფეხბურთელს იუვესთან კონტრაქტის 2023 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება სურს და მზად არის ხელფასი 20 მილიონამდე შეიმციროს…