Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ:“ მესი ჩემი მეტოქე არასოდეს ყოფილა“

კრიშტიანუ რონალდუმ ბარსელონასთან გამარჯვების შემდეგ, რომელშიც პორტუგალიელმა ლეგენდამ 2 გოლის გატანა მოახერხა, კომენტარი გააკეთა.

„თამაშის დაწყებამდე ეს შეუსრულებელ მისიას ჰგავდა. ერთადერთი შანსი მატჩის კარგად დაწყება იყო და მას შემდეგ, რაც 2 გოლის გატანა მოვახერხეთ მივხვდით, რომ ამის გაკეთება შეგვეძლო.

„დიდ გუნდთან გამარჯვება ძალიან გვჭირდებოდა და ეს ჩვენს თავდაჯერებულობას ძალიან წაადგება.

„იყო თუ არა პირველი პენალტი დასადები ? გადაჭრით ვერ გეტყვით, რადგან კადრები ჯერ არ მინახავს, მაგრამ როდესაც შენ კამპ ნოუზე 3 გოლის გატანას ახერხებ ეს იმას ნიშნავს, რომ ჯგუფის მოგება დაიმსხურე.“

მას შემდეგ, რაც რონალდუმ მადრიდის რეალი დატოვა, ეს კრიშტიანუს და მესის პირველი დაპირისპირება იყო, რადგან პირველ წრეში პორტუგალიელი კორონა ვირუსის გამო გუნდს ვერ ეხმარებოდა.

„ჩვენ უკვე 12-13 წელია დაჯილდოების ცერემონიალებზე ერთად დავდივართ. მე მასში ჩემს მეტოქეს არასოდეს ვხედავდი, ეს ყველაფერი მედიის გამოგონილია და დარწმუნებული ვარ, რომ მესი ამ კითხვაზე ანალოგიურად გიპასუხებთ.“