Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ:“ მნიშვნელოვანი ქულა იუვენტუსისთვის“

რომასთან ნათამაშები ფრის შემდეგ, სადაც ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მორიგი დუბლი მიითვალა, რონალდუმ კომენტარი გააკეთა.

„გასული სეზონის ბოლოს დავრწმუნდით, რომ თითოეული ქულა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ სეზონის სტარტზე ვიმყოფებით, ახალი მწვრთნელით და ახალი იდეებით, თუმცა გუნდი ძალიან კარგად მუშაობს. ჩვენ ენთუზიაზმი და გამარჯვების დაუოკებელი სურვილი გვაქვს და წინ ნათელი მომავალი გველის.“