Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ ნეიმარის სანაცვლოდ ?

კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია არ წყდება. პორტუგალიელ ფეხბურთელს, რომელიც იუვენტუსს 2018 წელს, 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, ტურინელებთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და ბიანკონერის მისი უფასოდ დაკარგვა არ სურს, კორონა ვირუსის ფონზე არსებული კრიზისის გამო კი არც კონტრაქტის გახანგრძლივებაა გამოსავალი, რადგან კრირო სეზონში 31 მილიონ ევროს იღებს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ხელფასის დაკლებაზე თანხმობა განაცხადა.

beIN Sports-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და პსჟ რონალდუ – ნეიმარის ბარტერს განიხილავენ, რაც უდაოდ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ბარტერი იქნება. პსჟ-ს დირექტორმა მათი ინტერესი რონალდუს მიმართ უკვე დაადასტურა და მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით რონალდუს ხელფასის გადახდა არ გაუჭირდებათ…