Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ:“ პროტოკოლი არ დამირღვევია“

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, რომ იუვენტუსის რამდენიმე ფეხბურთელზე იზოლაციის დარღვევის გამო გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთ-ერთი კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონა ვირუსი დაუდასტურდა.

ფეხბურთელმა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ინსტაგრამის მეშვეობით გააკეთა.

ჩემი ოჯახი სხვა სართულზეა და ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება არ გვაქვს. მედიაში ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, მე უსაფრთხოების პროტოკოლი არ დამირღვევია.

„პორტუგალიიდან იმიტომ დავბრუნდი, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პროცედურა გავიარო, ვირუსი დავამარცხო და მოედანს რაც შეიძლება მოკლე დროში დავუბრუნდე. იტალიაში სპეციალური თვითმფრინავით დავბრუნდი და კონტაქტი არავისთან მქონია.

„ახლა მზის აბაზანებს ვიღებ და დრო გამყავს, იმედი მაქვს, მოედანს მალე დავუბრუნდები.“