Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ პუშკაშს გაუთანაბრდა

იუვენტუსის პორტუგალიელი ვარსკვლავი ფერენც პუშკაშს გაუთანაბრდა და ფეხბურთის ისტორიაში გოლების რაოდენობით მე-4 ადგილზე გახლავთ.

რონალდუ გუშინ პორტუგალიის ნაკრებში მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა და გოლის გატანა მოახერხა, მისმა გუნდმა ანდორა 7 – 0 გაანადგურა, კრიშტიანუმ კი ერთი გოლის გატანა მოახერხა, რომელიც მისთვის 746-ე გამოდგა.

მხოლოდ იოზეფ ბიკანს(805), რომარიოს(772) და პელეს(767) აქვთ რონალდუზე მეტი გოლი გატანილი.