Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუ სერია ა-ს საუკეთესო ფორვარდი გახდა

სერია ა პოზიციების მიხედვით გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დასახელებას განაგრძობს და ალბათ მოსალონდელიც იყო, რომ საუკეთესო ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.

კრიშტიანუ რონალდუმ სერია ა-ში ჩატარებულ 33 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა და Capocannoniere გახდა.

სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით ასე გადანაწილდა.

საუკეთესო ფეხბურთელი 23-წლამდელთა შორის – დუშან ვლაჰოვიჩი

საუკეთესო მცველი – კრისტიან რომერო

საუკეთესო ნახევარმცველი – ნიკოლო ბარელა

საუკეთესო ფორვარდი – კრიშტიანუ რონალდუ

ცოტა ხანში სერია ა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს – MVP-ს დაასახელებს.