Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ:“ ტელევიზორში ფეხბურთის ყურებას ბოქსის ყურება მირჩევნია“

კრიშტიანუ რონალდუმ დოკუმენტურ ფილმში ‘პარალელური სამყარო’  ბოქსში 2-გზის მსოფლიო ჩემპიონთან, გენადი გოლკოვინთან ისაუბრა.

„ფეხბურთი ჩემი ყველაზე დიდი გატაცებაა, თუმცა ტელევიზორში სხვა სპორტის ყურება მირჩევნია. ფეხბურთსა და UFC-ს ან ბოქსის მატჩს შორის, მეორეს ავირჩევდი.

„ჩემი სიყვარული ბოქსის მიმართ მანჩესტერში დაიწყო. მწვრთნელთან ვსპარინგობდი ხოლმე, რაც ფეხბურთელისთვისაც ძალიან გამოსადეგია, რადგან ეს შენს გრძნობებს ანვითარებს და სწავლობ, თუ როგორ იმოძრაო.“

ასაკის მიუხედავად, რონალდუ უმაღლეს დონეზე თამაშს განაგრძობს და მან გასულ სეზონში 31 გოლის გატანა მოახერხა.

„მე მსურს, რომ ფეხბურთში მაქსიმალურად დიდი ხანი დავრჩე. არ მინდა ვინმემ თქვას, რომ ერთ დროს მე შესანიშნავი ფეხბურთელი ვიყაივ, მაგრამ ახლა ნელი ვარ.

„თავისი სხეულის მოვლა ყველა ადამიანს შეუძლია, თუმცა პრობლემა ამაში არ მდგომარეობს. პრობლემა მენტალობაა, მოტივაცია, გამოცდილება, სწორედ მათ ხარჯზეა შესაძლებელი, რომ კარიერა მაქსიმალურად გაიხანგრძლივო.

„შეხედეთ ფედერერს, ის 37 თუ 38 წლის არის, თუმცა კარიერის პიკზე ყოფნას განაგრძობს, ასეა ბოქსშიც.“