Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუ ტურინში დღეს დაბრუნდება

კრიშტიანუ რონალდუს ტურინში დღეს ელოდებიან, ხვალიდან კი ის გუნდთან ერთად სეზონისთვის მზადებას შეუდგება, რაც მის წასვლას ტურინული გრანდიდან საბოლოოდ გამორიცხავს.

36 წლის ლეგენდარულ ფორვარდს იუვესთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებული იწერება, მაგრამ როგორც ჩანს კრიშტიანუ ტურინში კონკტრაქტის ამოწურვამდე დარჩება.

Ballon d’Or-ის 5-გზის გამარჯვებულმა იუვენტუსის რიგებში 133 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 101 გოლის გატანა მოახერხა.