Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ:“ ჩვენ უფრო ძლიერები და ერთიანები დავბრუნდებით“

კრიშტიანუ რონალდუმ ინსტაგრამის მეშვეობით გუშინდელ მატჩზე ისაუბრა.

„გუშინ ჩვენ წელი ძალიან ცუდი თამაშით და მიუღებელი შედეგით დავასრულეთ. ძალიან ბევრ ასპექტში გამორჩეული წელი, ცარიელი სტადიონები, უსაფრთხოების პროტოკოლი, გადადებული მატჩები და ძალიან დატვირთული კალენდარი.

„მაგრამ არც ერთი მიზეზი თავის გამართლების საშუალებას არ გვაძლევს. ჩვენ ვიცით, რომ მოედანზე უფრო მეტის გაღება მოგვიწევს, რომ უფრო კარგად ვითამაშოთ და მატჩები სტაბილურად მოვიგოთ. ჩვენ ვართ იუვენტუსი! რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევეგუებით ვერაფერს, გარდა მოედანზე იდეალური თამაშისა!

„იმედი მაქვს, რომ მცირე შესვენება საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ერთიანები და ძლიერები დავბრუნდეთ, რადგან სეზონი ჯერ ახლახანს დაიწყო და გვწამს, რომ საბოლოოდ ტიფოზებთან ერთად ვიზეიმებთ.

„გჯეროდეთ ჩვენი, ჩვენი გუნდის ისე, როგორც ჩვენ გვჯერა თქვენი და ერთად ყველაფერს შევძლებთ!

„Fino Alla Fine!”