Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ ხელშეუხებელი აღარ არის?

იუვენტუსი რონალდუს სანაცვლოდ მიღებულ ნებისმიერ წინადადებას განიხილავს.

კრიშტიანუ რონალდუმ იუვენტუსში მეორე სეზონი ჩაამთავრა, 89 შეხვედრაში 65 გოლი გაიტანა და კონტრაქტში კიდევ 2 წელი აქვს დარჩენილი, თუმცა პანდემიის გამო შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით მან შესაძლოა ტურინი ვადაზე ადრე დატოვოს…

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ იუვენტუსი შესაბამის წინადადებას მიიღებს, ბიანკონერი პორტუგალიელ ვარსკვლავს გუნდიდან გაუშვებს. გამოცემის ინფორმაციით, გუნდი მზად არის, რომ რონალდუ 65-70 მილიონი ევროს ფარგლებში გაასხვისოს, რაც ამ თანხასთან ერთად იუვეს კიდევ 100 მილიონ ევრომდე დაუზოგავს, რადგან იუვე რონალდუს სეზონში 31 მილიონს უხდის და სხვადასხვა ბიუროკრატიული ხარჯების გათვალისწინებით ეს თანხა წელიწადში დაახლოებით 50 მილიონზე ადის.

Leave a Reply

Your email address will not be published.