რონალდუ: 390 წუთი გოლის გარეშე…

შესაძლოა ნებისმიერი სხვა ფეხბურთელისთვის ეს ციფრები ბევრს არაფერს ნიშნავდეს,თუმცა როდესაც საქმე რონალდუს ეხება,ეს მოულოდნელი და გასაკვირია.

ლეგენდარული პორტუგალიელი უკვე ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა გოლის გატანას ვერ ახერხებს,რაც ბოლოს 2018-19 წლის სეზონში მოხდა.

ახლა მას 390 წუთია,რაც გოლი არ გაუტანია.პორტუგალიელმა ლიონთან,ინტერთან,მილანთან და ნაპოლისთან ვერ შეძლო თავის გამოჩენა და მილანთან 11-მეტრიანის გაცუდებაც კი მოასწრო.

როგორც ჩანს,ასაკი არც მას ინდობს,რადგან ბოლო დროს გავრცელებულ სტატისტიკაში კარგად ჩანს,რომ 35 წლის ფეხბურთელის ყველა მაჩვენებელი ნელ-ნელა უარესობისკენ მიდის და ამაზე თავად მაურიციო სარიმაც ისაუბრა,რომ პორტუგალიელს ბოლო დროს სიმწვავე აკლდა.

რონალდუს ამ ხმების უარყოფის შანსი დღეს ექნება,როდესაც მისი იუვენტუსი ბოლონიას დაუპირისპირდება.თამაში 23:45 საათზე დაიწყება.

Leave a Reply

Your email address will not be published.