Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

როსი:“ შობოშლაი მილანთან ძალიან ახლოს იყო“

უნგრეთის მთავარი მწვრთნელის, მარკო როსის მტკიცებით, ზალცბურგის ახალგაზრდა ტალანტი, ტომინიკ შობოშლაი მილანში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო.

„მას შესანიშნავი მოედნის ხედვა აქვს, ძალიან კარგი დრიბლინგი და პასი, თუმცა მან დაცვაში თამაშს უნდა მოუმატოს.

„შობოშლაი მილანში რომ გადასულიყო, ის სრულყოფილი მოთამაშე ძალიან მალე გახდებოდა.

„გასულ ზაფხულს შობოშლაის მილანში ტრანსფერი თითქმის მოგვარებული იყო, თუმცა რანგნიკის მილანში მისვლა საბოლოოდ ჩაიშალა და მილანმა რატომღაც ტრანსფერზე უარი თქვა.“