Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რუგანის აგენტმა ფეხბურთელის ლაციოში შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

იუვენტუსის ცენტრალური მცველის დანიელე რუგანის აგენტმა ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„რუგანი ყოველთვის, როდესაც მას მოედანზე გასვლის საშუალება ეძელვა, თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს. ჩვენ იუვენტუსისგან გამოთქმული ნდობით ბედნიერები ვართ.

„ლაციო ? მედიაში ძალიან ბევრი რამ იწერება, რაზე კომენტარის გაკეთებაც კი არ ღირს. დღეისათვის ჩვენ არც ლაციოსგან და არც კონკრეტულად მაურიციო სარისგან არანაირი წინადადება არ მიგვიღია.“