Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რუგანის მსურველები ესპანეთში ჰყავს

დანიელე რუგანი რენსა და კალიარიში გატარებული არც თუ ისე წარმატებული იჯარების შემდეგ იუვენტუსში დაბრუნდა, მაგრამ იტალიელ უკანახაზელს ტურინში დიდი დღე არ უწერია და სავარაუდოდ ის იუვენტუსს სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საბოლოოდ დატოვებს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, რამდენიმე იტალიური გუნდის შემდეგ იუვენტუსს რუგანის ტრანსფერზე სევილია და რეალ ბეტისიც დაუკავშირდნენ.

იუვენტუსი რუგანის, რომელსაც ბიანკონერისთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, 10 მილიონ ევროდ ყიდის და მის სანაცვლოდ ფულის მიღება ახლავე სურს, ამიტომ იჯარით გაშვება ნაკლებად სავარაუდოა.