Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რუგანის მსურველი საფრანგეთში გამოუჩნდა

ფრანგულ რენს იუვენტუსის ცენტრალური მცველის, დანიელე რუგანის გაფორმება სურს.

26 წლის ფეხბურთელს იუვენტუსთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა ის ანდრეა პირლოს გეგმებში არ შედის და იუვე მის გაყიდვას ცდილობს.

France Football-ის მტკიცებით, რენის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ და იმედი აქვთ, რომ ის ხელფასის შემცირებას და კარიერირს საფრანგეთში გაგრძელებას დათანხმდება.

რენი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს და გუნდი შემადგენლობის გაძლიერებაზე ზრუნავს, რუგანი კი, რომელსაც კიელინის ტრავმის ფონზეც კი სათამაშო დრო თითქმის არ ეძლეოდა, გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.