Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რუგანის ტრანსფერში ახალი ფავორიტი გამოიკვეთა

ბოლო დღეებში იუვენტუსის ცენტრალური მცველის, დანიელე რუგანის ტრანსფერზე არაერთი ინგლისური და ესპანური გუნდი გააქტიურდა. იტალიელი ფეხბურთელის სახელს ყველაზე ხშირად ვალენსიას უკავშირებდნენ, თუმცა იტალიური მედიის ინფორმაციით ახლა მის ტრანსფერს ნიუკასლ იუნაიტედი ლიდერობს.

ვალენსიას ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურდა, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, ნიუკასლი კი მზად არის, ფეხბურთელის საფასური ახლავე გადაიხადოს, რაც იუვენტუსს რა თქმა უნდა უფრო აწყობს.

26 წლის რუგანი ტურინულ გრანდს 2015 წელს, ემპოლიდან შეუერთდა, თუმცა იუვეს ძირითადი XI ადგილის მოპოვება ვერ მოახერხა.