Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რუგანი ბოლონიას უახლოვდება

დანიელე რუგანი დღეს შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს, თუმცა არა იუვენტუსის, არამედ ბოლონიას შემადგენლობაში

იტალიელი ფეხბურთელი ზაფხულიდან მოყოლებული რენის შემადგენლობაში იყო განათხოვრებული, თუმცა მას სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა და ტურინელები 26 წლის უკანახაზელს იტალიაში დააბრუნებენ და ბოლონიაში იჯარით გაუშვებენ.

რენმა ტურინელებს ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 3.2 მილიონი ევრო გადაუხადა, ამიტომ ამ თანხის ნახევარის გადახდა ბოლონიას ფრანგული გუნდისთვის მოუწევს.