Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რუგანი იუვენტუსის დატოვებასთან ახლოს არის

როგორც ჩანს, დანიელე რუგანის და იუვენტუსის გზები მომდევნო სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საბოლლოდ გაიყოფა.

ესპანური გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, იტალიელი ცენტრალური მცველის ტრანსფერსე რეალ ბეტისი მუშაობს და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. წყაროს ცნობით, ბიანკონერი მის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მიიღებს.

რუგანი იუვენტუსს 2015 წლის ზაფხულში ემპოლიდან, 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა გუნდში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და მას შემდეგ რამდენიმე გუნდში იჯარის წესით ასპარეზობდა.