Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რუგანი:“ იუვენტუსში დარჩენა მსურს“

დანიელე რუგანი, რომელმაც გასული სეზონი ჯერ რენის, შემდეგ კი კალიარის რიგებში იჯარის წესით გაატარა, იუვენტუსში დარჩენის იმედს არ კარგავს.

„ჯერჯერობით ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მე სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდს იუვენტუსთან ერთად დავიწყებ, ტურინელებთან კიდევ 3 წელი მაკავშირებს კონტრაქტი და მე ხელშეკრულებას პატივს ვცემ.

„მე იუვენტუსში დარჩენა მსურს, მაგრამ სეზონის დაწყებამდე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ და გადაწყვეტილებას მივიღებთ.“