Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რუგანი იუვეში დემირალს შეცვლის ?

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მერიჰ დემირალის იუვენტუსიდან წასვლის შანსი ძალიან მაღალია და თუ თურქმა ფეხბურთელმა ტურინი დატოვა, ბიანკონერი კალიარიდან დაბრუნებულ დანიელე რუგანის აღარ გაყიდის და ის გუნდის ცენტრალურ დაცვაში ალეგრის მეოთხე ოფცია იქნება.

არც თუ ისე წარმატებული ევროპის ჩემპიონატის მიუხედავად, დემირალს მსურველები ნამდვილად არ აკლია. 23 წლის თურქ ფეხბურთელს უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა და სათადარიგო ფეხბურთელის როლი არ აკმაყოფილებს, ამიტომ გუნდის დატოვება სურს.

დემირალის გაყიდვის წინააღმდეგი არც იუვენტუსი არ არის, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელი ალეგრის გეგმებში არ შედის, თუმცა ტურინელები მის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ.

ამ მომენტისათვის დემირალის სახელს ყველაზე ხშირად ატალანტას, რომას და ტოტენჰემს უკავშირებენ.