Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რუგანი ლიგა 1-ის გუნდში გადადის

იუვენტუსის უკანახაზელი, დანიელე რუგანი მომავალ სეზონს ფრანგული რენის შემადგენლობაში გაატარებს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, რუგანის იჯარის სანაცვლოდ იუვე 1.5 მილიონ ევროს მიიღებს და ამასთან ერთად, ფეხბურთელის ხელფასს მომავალ წელს ფრანგული გუნდი გადაიხდის, თუმცა წყაროს მტკიცებით, კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი მითითებული არ არის და რუგანი იუვეს სეზონის ბოლოს დაუბრუნდება.

გუნდის ისტორიაში პირველად, რენი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს.