Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რუგანი:“ რენს ძალიან გამოვადგები“

დანიელე რუგანის თქმით, ლიგა 1-ში გადასვლა მას ადრიენ რაბიომ და ჯიჯი ბუფონმა ურჩიეს.

რუგანი რენს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, რის სანაცვლოდაც ფრანგული გუნდი იუვეს 1.5 მილიონს გადაუხდის და ფეხბურთელის ხელფასსაც თავად დაფარავს.

„რენი რამდენიმე მიზეზის გამო ავირჩიე, როგორც პერსონალური, ასევე სპორტული…

„მინდა, რომ თავი მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვიგრძნო. ახალი გამოწვევა მსურდა და რენში გადმოსვლა შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. გუნდში, რომელსაც ძალიან კარგი და ამბიციური პროექტი აქვს.

„არ დავმალავ, რომ მათი ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი აქ ყოფნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მე არავინ არაფერს არ შემპირებია და ვიცი, რომ სასტარტო შემადგენლობისთვის ბრძოლა მომიწევს.

„რაბიომ და ბუფონმა ლიგა 1-ის შესახებ ძალიან კარგად ისაუბრეს. ჯიჯიმ მითხრა, რომ ჩემთვის აქ გამდოსვლა ძალიან კარგი შანსი იქნებოდა.“