Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რუგანი ტორინოს უახლოვდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, დანიელე რუგანი ტორინოს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით შეუერთდება.

იუვენტუსის საკუთრებაში მყოფი იტალიელი ფეხბურთელი იჯარით რენში ასპარეზობს, თუმცა მან ზაფხულიდან მოყოლებული მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა და ტურინელები მის დაბრუნებას და ტორინოში განათხოვრებას აპირებენ.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, ტურინული გუნდების ხელმძღვანელები ერთმანეთს დღეს შეხვდებიან და აღნიშნულ ტრანსფერს განიხილავენ.