Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რუდიგერმა იუვეს თავისი სამსახური შესთავაზა, ბიანკონერის პასუხი ცნობილია

ანტონიო რუდიგერმა ჩელსის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მზად არის, იანვარში გუნდი გამოიცვალოს.

რუდიგერს ჩელსიდან წასვლა სეზონის სტარტზეც სურდა, თუმცა მან დარჩენა და ადგილისთვის ბრძოლა გადაწყვიტა, თუმცა  გერმანელ ფეხბურთელს მოედანზე დრო ფაქტობრივად არ ეძლევა და 27 წლის ცენტრალური ფეხბურთელის აგენტმა მისი კლიენტი რამდენიმე გრანდს შესთავაზა, მათ შორის იუვენტუსს, თუმცა ტურინელებისგან უარი მიიღო.

იუვენტუსს შემადგენლობაში 4 უმაღლესი დონის ცენტრალური მცველი და დანილო ჰყავთ, რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში და იანვარში დაცვის ცენტრალური ზონის გაძლიერებაზე ფულის დახარჯვას არ აპირებენ, მაგრამ სიტუაცია შესაძლოა სეზონის ბოლოს შეიცვალოს, რადგან ჯორჯო კიელინის ხშირი ტრავმებიდან გამომდინარე არ არის გამორიხული, რომ ვეტერანმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულოს და იუვეს მისი შემცვლელის პოვნა მოუწევს.