Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რუდი გარსია:“ მენიო მილანს დონარუმას წასვლას დაავიწყებს“

ჯიჯო დონარუმა სამედიცინო შემოწმებას სავარაუდოდ დღეს გაივლის და ის პსჟ-ს ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება, თუმცა როსონერიმ მისი შემცვლელი უკვე დიდი ხანია გაიფორმა.

ლილის ყოფილმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ ფრანგი კარის დარაჯის შესახებ კომენტარ იგააკეთა.

„მენიო შესანიშნავი კიპერია, რომელსაც რატომღაც ამდენი ხანი სათანადო ყურადღებას არავინ აქცევდა. ლილის მოგებულ ტიტულში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის და დარწმუნებული ვარ, რომ მაიკი მილანის გულშემატკივრებს დონარუმას ძალიან მალე დაავიწყებს.“