Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რუისი:“ ნაპოლიში ბედნიერი ვარ, თუმცა…“

ფაბიან რუისმა, რომელსაც მადრიდის რეალს და ბარსელონას უკავშირებენ, ნაპოლის სეზონი შეაფასა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრის გამო იმედგაცრუებულია.

„ჩვენ ლიგაზე გასვლის კარგი შანსი გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ სეზონის ბოლო მატჩში სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. იუვენტუსთან მარცხის შემდეგ, ჩვენ 24 შესაძლო ქულიდან 20 მოვიპოვეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა ეს ფეხბურთია, სადაც თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.

„მე ნაპოლიში ბედნიერი ვარ. ეს არის ქალაქი, სადაც ყველა გულთბილად გესალმება. თითოეული ნეაპოლიტანელი ფეხბურთისადმი განსაკუთრებული ვნებით და მიდგომით გამოირჩევა, რაც ძალიან მომწონს.

„ნაპოლისთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს, მეტი სათქმელი არაფერი მაქვს, თუმცა სამწუხაროა, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვითამაშებთ.“

გათიშვა