Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რუმენიგე:“ მოურინიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია“

ბაიერნის  ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა.

„გასული სეზონის ბოლოს ჩვენ მთავარი მწვრთნელის ადგილას ჟოზე მოურინიოს ხილვა გვსურდა და უნდა გამოგიტყდეთ, რომ მას გერმანიაში მოსვლა და ბაიერნის გაწვრთNა უნდოდა, მაგრამ სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო შეთანხმება ვერ მოახერხდა და ჩვენ ნაგელსმანი დავნიშნეთ.

„მე ჟოზე მოურინიოს ძალიან დიდ პატივს ვცემ და იმედი მაქვს, რომ ის რომას რიგებში წარმატებას მიაღწევს. ის დიდებული მწვრთნელია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და იცის, თუ როგორ იბრძოლოს მაღალი მიზნებისთვის.“