Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რუმენიგე:“ სკუდეტოს ფავორიტი ?…“

ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ მოახლოებულ მილანურ დერბიზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

რუმენიგე სერია ა-ს კარგად იცნობს ის 1984-87 წლებში ინტერის ღირსებას იცავდა და 107 მატჩში 42 გოლის გატანაც მოახერხა.

„სკუდეტოს ფავორიტი ? ინტერი. ჩემი აზრით, ისინი ყველაზე სტაბილურები არიან. ნერაძური კარგად თამაშობს და ქულებს მოულოდნელად იშვიათად კარგავს, თუმცა ჯერ სეზონის დასრულებამდე დიდი დროა დარჩენილი.

„ვიმუშავებ თუ არა იუვენტუსში ? ჩემი ფილოსოფია ასეთია, თუ შენ ინტერში გაქვს ნათამაშები, იუვენტუსში ვერ მიხვალ. მე ერთი გული მაქვს.

„მალდინი ? ის კარგად მოიქცა, რომ ფეხბურთში დაბრუნებამდე გარკვეული პაუზა აიღო. მას ძალიან კარგი ხედვა აქვს და მილანში შესანიშნავად მუშაობს. საერთაშორისო დონეზე მილანი აშკარად გვაკლდა, თუმცა ახლა ისინი ბრუნდებიან.

„მილანური დერბი ? ეს გამორჩეული დაპირისპირებაა. მე 1985 წელს დერბიში გოლის გატანაც მოვახერხე, რაც არასოდეს დამავიწყდება. ეს ორივე გუნდისთვის სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩია და ახლა, როდესაც სასწორზე პირველი ადგილი დევს, ის უფრო დაძაბული ხდება. იმედი მაქვს, რომ ინტერი გაიმარჯვებს.

„ინტერს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ სკუდეტო მოიგოს, ყველაფერი მათ ხელშია.“