Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რუსული მედია: მილანი კვარაცხელიას ტრანსფერის დახურვას გეგმავს

რუსული გამოცემა Metaratings.ru-ს ინფორმაციით, მილანი ქართველი ვინგერის ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობს და კაზანის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება.

წყაროს ინფორმაციით, მილანს ტრანსფერის განხორციელებაში მილანის და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი კახი კალაძე დაეხმარა.

წყარო ჯერჯერობით კონკრეტულ თანხებზე არ საუბრობს, მაგრამ მათი თქმით როსონერი ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს და დიდი ალბათობით 20 წლის ჩვენებური კარიერას იტალიურ გრანდში გააგრძელებს.