Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

სააპელაციო სასამართლომ რომას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

რომამ ვერონასთან 3 – 0 ტექნიკური მარცხი საამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მათი მოთხოვნა შედეგის შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

შეხვედრა გუნდებს შორის ფრედ, 0 – 0 დასრულდა, თუმცა ჯალოროსიმ მოედანზე ამადუ დიავარა გამოიყვანა, რომელიც გუნდის განაცხადში არ იყო და ამ უზუსტობის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ რომას თამაშის წინ აცნობა, რომელიც ჯალოროსიმ არ გაითვალისწინა.