Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საბატინი:“ კალაძემ მილანს კვარაცხელიას გაფორმება ურჩია“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა, რომელმაც შვედეთის ნაკრებში გატანილი გოლის შემდეგ ევროპული პრესა კვლავ აალაპარაკა.

„ხვიჩა კვარაცხელია უკვე დიდი ხანია, რაც მილანის სიაში იმყოფება. მან იბრას შვედეთის წინააღმდეგ ისტორიული დუბლი შეასრულა, რითიც მისი გაფორმებით დაინტერესებული გუნდების რიგი აუცილებლად გაიზრდება.

„როსონერის მისი გაფორმება კახაბერ კალაძემ ურჩია, რომელიც ხვიჩას შესაძლებლობებს კარგად იცნობს.“