Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საბატინი:“ მოურინიოს შეუძლია, რომა ახალ საფეხურზე აიყვანოს“

რომას ყოფილი დირექტორის ვალტერ საბატინის აზრით, ჯალოროსი ჟოზე მოურინიოს ბოლომდე უნდა ენდოს, რადგან პორტუგალიელს შეუძლია გუნდი ახალ სიმაღლეებზე აიყვანოს.

მოურინიომ რომაში სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში გუნდმა საგრძნობლად მოუკლო და ბოდო/გლიმტთან 6 – 1 დამარცხების შემდეგ მის მიმართ კრიტიკა არ წყდება.

„რომა იმის საფასურს იხდის, რომ მთელი ზაფხული ბოლო წლებში გაჩენილი ხვრელების ამოვსებას შეალია და რეალურად გუნდი არ გაძლიერებულა, მაგრამ მოურინიო გუნდის მხრიდან სრულყოფილ ნდობას იმსახურებს.მას ექნება დრო, რომ შემადგენლობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამოასწოროს და დარწმუნებული ვარ, რომ ის კარგ შედეგს დადებს.

„რომას ქომაგი რომ ვიყო, მე მასიმო მორატის და მოურინიოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი. მან აშკარად იცის, თუ რა არის საჭირო წარმატებული გუნდის ასაშენებლად, ეს მან ინტერში ყოფნისას კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

„მოურინიოს კარიერა მასზე ყველაზე კარგად მეტყველებს, რომამ ჟოზეს უბრალოდ დრო უნდა მისცეს და დარწმუნებული ვარ, ის გუნდს უმაღლეს დონეზე აიყვანს.“

„აბრაჰამი ? მე მის გაფორმებას სამპდორიაში ვცდილობდი, როდესაც ის ჯერ კიდევ ჩელსის ახალგაზრდულ აკადემიაში გამოდიოდა. მას ჯერ ბევრი გოლი არ გაუტანია, თუმცა ტამის უდიდესი პოტენციალი აქვს და დრო სჭირდება, რომ ის გამოიყენოს.“