Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საბატინი:“ ჟანგმა ინტერს პატივი უნდა სცეს და გუნდის პრობლემებზე ისაუბროს“

სტივენ ჟანგის იტალიაში დაბრუნდებიდან უკვე რამდენიმე კვირა გავიდა, მაგრამ გუნდის პრეზიდენტი ნერაძურის პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე კომენტარს ჯერ კიდევ არ აკეთებს.

გუნდი სერიოზულ ფინანსურ კრიზისს განიცდის, რის გამოც ანტონიო კონტეს და შემადგენლობის მნიშვნელოვანი ფეხბურთელების მომავალი ინტერში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ამ თემაზე კომენტარი ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ გააკეთა:

„ჟანგმა ინტერს, მის ისტორიას და ქომაგებს პატივი უნდა სცეს და განმარტებები გააკეთოს.

„ინტერი ერთი ჩვეულებრივი ბიზნესი არ არის, ეს არის უდიდესი ისტორიის მქონე გუნდი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მილიონობით ინტერისტას აერთიანებს.

„თუ ინტერის დღევანდელი მდგომარეობა იმის ბრალია, რომ ჩინეთიდან ინვესტიციის განხორციელება აღარ შეიძლება, მაშინ გუნდის პრეზიდენტმა უნდა აგვიხსნას, თუ რა მიმართულებით მიდის გუნდი და მისი პროექტი.

„ანტონიო კონტეს მედიასთან დუმილი კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანია და ისიც ცხადია, რომ თუ კონტე გუნდიდან წავიდა, ნერაძურის დომინაცია დაწყებამდე დასრულდება.“