Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საბატინი:“ ჟორჟე უახლოეს საათებში იუვენტუსის ფეხბურთელი გახდება“

მილანი და იუვენტუსი სანტოსის ახალგაზრდა ფორვარდის კაიო ჟორჟეს ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობენ და როგორც ჩანს, გამარჯვებული ამ ფრონტზე ბიანკონერი დარჩება.

ჟორჟეს მომავალზე კომენტარი SportMediaset-ის ჟურნალისტმა სანდრო საბატინიმ გააკეთა.

„მილანი კაიო ჟორჟეს კარგავს. იუვენტუსი სანტოსთან ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჟორჟე უახლოეს საათებში იუვენტუსის ფეხბურთელი იქნება.“