Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

საბოლოო შტურმი კულიბალის ტრანსფერზე

Sportitalia-ს ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის, ალფრედო პედულას მტკიცებით, კალიდუ კულიბალიმ მანჩესტერ სიტის საბოლოო თანხმობა გაუცხადა და მანჩესტერ სიტი ნაპოლის ახალ, გაუმჯობესებულ წინადადებას უახლოესი დღეების განმავლობაში შესთავაზებს და სენეგალელი ფეხბურთელის ტრანსფერს დახურავს.

წყაროს ინფორმაციით, კულიბალი სიტისთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში კი 9 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით 3 მილიონი ევრო დაემატება, რაც 2-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მისი ამჟამინდელი ხელფასი.

მანჩესტერ სიტი დე ლაურენტისს ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაზეც ნაპოლის პრეზიდენტი უარს ნამდვილად ვეღარ იტყვის და 29 წლის ცენტრალური მცველი ინგლისში გადაბარგდება…

Leave a Reply

Your email address will not be published.