საგანგებო შეხვედრა მალდინისა და მილანის გენერალურ დირექტორს შორის…
იტალიური მედიის ინფორმაციით, სასუოლოსთან მატჩის შემდეგ პაოლო მალდინისა და გუნდის გენერალურ დირექტორს ჯორჯო ფურლანის შორის საგანგებო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა გუნდში არსებულ რთულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
Sky Sport-ის ცნობით, მხარეებმა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ არსებული სირთულეების მიუხედავად, მილანი ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს და სიტუაციის გამოსწორებას დაუფიქრებელი ტრანსფერებით არ შეეცდება.
წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის ჯერჯერობით სტეფანო პიოლის გუნდიდან შესაძლო წასვლის საკითხი განხილული არ იყო, რადგან იტალიელ სპეციალისტს პაოლო მალდინის სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ თუ მილანი სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება, სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება…