Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

საელემაეკერსი:“ პიოლი მენდობა და ნდობისთვის მადლობის გადახდას მოედანზე შევეცდები“

ალექსის საელემაეკერსმა სტეფანო პიოლის და ეროვნული ნაკრების შესახებ გუნდის ოფიციალურ არხთან ისაუბრა.

„ჩვენი ბოლოდროინდელი წარმატება პანდემიის პერიოდში და მის შემდეგ გაწეული დაუღალავი შრომის შედეგია. უბედნიერესი ვარ, რადგან მილანს ჰყავს მწვრთნელი, რომელიც გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს და ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან.

„პიოლისგან უდიდეს ნდობას ვგრძნობ და შევეცდები, რომ მისი მოლოდინები მოედანზე კარგი თამაშით გავამართლო. ვიცი, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ, რაც ძალიან მახარებს.

„ნაკრები ? ბელგიის მაისურით თამაშზე ბავშვობიდან ვვოცნებობდი და მილანის წყალობით ეს ოცნება ამიხდა. მე იქ კევინ დე ბრუინთან და აზართან ერთად ვითამაშებ, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ.