Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სავიჩის აგენტმა კლიენტის იუვენტუსში გადასვლა არ გამორიცხა

ლაციოს ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის აგენტის მატეია კეზმანის თქმით, იუვე მისი კლიენტის ტრანსფერით წარსულში არაერთხელ დაინტერესდა და არ არის გამორიცხული, რომ მომავალში სავიჩი ტურინულ გრანდში ვიხილოთ.

„იუვენტუსთან გასულ წლებში რამდენჯერმე მოლაპარაკება მართლაც გავმართეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში შეთანხმების პოვნა ვერ მოვახერხეთ.

„ლაციოსადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, სერგეი არის ფეხბურთელი, რომელიც უმაღლესი დონის გუნდებში თამაშს იმსახურებს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მისთვის ახალი თავგადასავლის დაწყების დრო მოვა.

„ჩემი აზრით, იუვენტუსი კვლავ უმაღლესი დონის გუნდია, რომლის რიგებში თამაშიც ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პატივი იქნება. ვნახოთ, რას გვიმზადებს მომავალი, ეს მხოლდო ღმერთმა იცის.“