Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

სავიჩი:“ ლაციოში დარჩენას დიდი ხანი ვაპირებ“

ლაციოს ნახევარმცველის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის თქმით, ის გუნდის დატოვებას არ აპირებს და ბიანკოჩელესტის რიგებში თამაში დიდი ხნით სურს.

სერბ ფეხბურთელს ყოველი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთ გრანდს უკავშირებენ, მაგრამ როგორც ჩანს ის არწივების დატოვებას არ აპირებს.

„მე ლაციოში უკვე 6 წელია ვთამაშობ და იმედი მაქვს, რომ გუნდში კიდევ ბევრი წელი დავრჩები, რადგან აქ ბედნიერი ვარ და თავს ნამდვილ ლიდერად ვგრძნობ.

„მე ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს ვხედავ და მათ ადგილას ჩემი თავი მახსენდება. იმედი ამქვს, რომ მათ დახმარებას შევძლებ ისე, როგორც ძველი გვარდია მე მეხმარებოდა.

„სარის მოსვლის შემდეგ ჩვენ განსხვავებული, მაგრამ საინტერესო სამწვრთნელო სესიები გვაქვს. ჩვენ 4-3-3-ზე ვმუშაობთ და გვსურს, რომ ბურთის ფლობაზე გავაკეთოთ აქცენტი, რაც მე ძალიან მომწონს და ერთი სული ამქვს, თუ როდის დაიწყება სეზონი.“