Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

საკი:“იუვენტუსი სარის ღირებულებებს არ იზიარებდა“

არიგო საკი იუვენტუსიდან მაურიციო სარის გაშვებას გამოეხმაურა და აღნიშნა,რომ მხარეებს განსხვავებული მახასიათებლები აქვთ.

„სარიმ იუვენტუსში მისვლით ‘შეუსრულებელ მისიას’ მოაწერა ხელი.იუვენტუსში გამარჯვება ყველაფერზე მაღლა დგას,სარის კი გამარჯვებასთან ერთად ლამაზი ფეხბურთი,ჰარმონია, სანახაობა სურდა…

„სარიმ ჩაიბარა გუნდი,რომელსაც ზედიზედ 8 სკუდეტო ჰქონდა მოგებული.სარიმ ჩაიბარა გუნდი,სადაც უამრავი ინდივიდუალისტი თამაშობს,რაც სარის ფეხბურთს პირდაპირ ეწინააღმდეგება.უტოპიაა იმის ფიქრი,რომ სარი ამ გუნდში ჰარმონიის მიტანას შეძლებდა. გუნდში,რომელშიც საშუალო ასაკი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და ეს ფეხბურთელები მიაჩვიო ახალ სტილს მარტივი ნამდვილად არ არის.

„ევროპაში გუნდები,რომლებიც დომინირებენ,შემტევ და გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ, იტალიაში კი გუნდი უფრო დაცვიდან და ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე იგებს.

„ანიელიმ სარის გუნდში მიყვანით ამ მენტალიტეტის შეცვლა სცადა,მას სურდა,რომ გუნდში თანამედროვე ფეხბურთი დაენერგა,თუმცა სამწუხაროდ მას საკმარისი მოთმინების უნარი არ გამოადგა.“

Leave a Reply

Your email address will not be published.