Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკიმ იუვენტუსიდან რონალდუს წასვლის შედეგებზე ისაუბრა

მედიაში კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შესახებ იტალიურ მედიაში რამდენიმე თვე საუბრობდნენ და ბიანკონერის ოფიციალური სახეების მხრიდან არაერთხელ უარყოფის მიუხედავად, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა გუნდი მაინც დატოვა.

ამ საკითხზე კომენტარი ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ გააკეთა.

„გამიხარდა, რომ კრიშტიანუ მანჩესტერ სიტიში არ გადავიდა და გუარდიოლას გუნდს არ შეუერთდა. სიტი ტოტალურ ფეხბურთს თამაშობს, რაც კრიშტიანუს სტილს არ ერგება, თუმცა ის სადაც მივიდა, ყველგან ფენომენალური შედეგი დადო.

„სერია ა-მ შესანიშნავი სოლისტი დაკარგა, შესაძლოა საუკეთესოც კი, მაგრამ ფეხბურთი არის სპორტი, რომელსაც 11 სპორტსმენი თამაშობს და ყველაზე მეტად კოლექტიური თამაში ფასობს. ინდივიდუალები ვერასოდეს გაიმარჯვებენ, თუ გუნდმა არ აუბა მხარი.

„რონალდუმ იუვენტუსში კარგად იმუშავა და ბევრი გოლი გაიტანა, მაგრამ რონალდუ არის ფეხბურთელი, რომელიც კოლექტიურად და გუნდურად ვერ თამაშობს. როდესაც ის გუნდში გყავს, შენ ყველა სქემა თუ შემადგენლობა მას უნდა მოარგო, იუვენტუსმა კი ამის გაკეთებაზე უარი თქვა.

„რონალდუს დაკარგვა სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ძალიან მტკივნეულია და იუვენტუსს მუშაობა მოუწევს, რომ მისი წასვლის შემდეგ დატოვებული სიცარიელე ამოავსოს.

„კრიშტიანუს გარეშე, ლიდერობა სხვა ფეხბურთელებმა უნდა ითაონ და გუნდური ფეხბურთით ინდივიდუალური შედეგი გადაფარონ. დღეიდან ვერავინ იტყვის, რომ პრობლემებს რონალდუ მოაგვარებს, ამის გაკეთება თავად მოუწევთ.

„ვფიქრობ, რომ იუვენტუსს თავიდან გაუჭირდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი წასვლა გუნდისთვის კარგი ამბავია, რადგან ტურინელები კვლავ გუნდური ფეხბურთის თამაშს დაიწყებენ, სადაც ინდივიდუალები კოლექტიური წარმატებისთვის იბრძვიან.“