Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ ალეგრისთან ერთად, იუვე სკუდეტოს მოპოვების ფავორიტია“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ მაქს ალეგრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იუვე მომდევნო სეზონში ფავორიტად მიაჩნია.

„მასიმილიანო ალეგრი იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მას ძალიან კარგი საფეხბურთო ხედვა და ტაქტიკური ცოდნა აქვს, რომელიც ახალ იდეებს არ ერიდება. მან იცის, თუ რა უნდა და თითქმის ყოველთვის ამას იღებს კიდეც.

„ვფიქრობ, რომ მაქს ალეგრის ფაქტორის გათვალისწინებით იუვენტუსი სკუდეტოს მოპოვების ფავორიტია, მათ რაღაც მეტი აქვთ. მისი დაბრუნება ბიანკონერის ენთუზიაზმს მატებს და ალეგრიმ კარგად იცის, თუ როგორ გამოიყენოს ის ტალანტი, რომელიც იუვენტუსშია. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში რაბიო, კიეზა და კულუშევსკი შესანიშნავ სეზონს ჩაატარებენ.“