Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ დონარუმა ? ფული ბედნიერებას ყოველთვის არ ნიშნავს, ჟირუს ტრანსფერი მილანისთვის დიდი რისკია…“

არიგო საკიმ ჯიჯო დონარუმას პსჟ-ში ტრანსფერი შეაფასა და ოლივიე ჟირუზე ისაუბრა.

„დონარუამს მილანიდან წასვლის გამო ძალიან ვწუხვარ, განსაკუთრებით ჯიჯოს გამო, რომელიც როსონერიმ დიდებულ ფეხბურთელად აქცია და მას მადლობა სხვანაირად უნდა გადაეხადა. ადამიანი, რომელიც ყველაფერზე წინ ფულს აყენებს, ყოველთვის ბედნიერი არ არის.

„ჟირუ ? მას ბოლო პერიოდში არც თუ ისე ბევრი სათამაშო დრო ჰქონდა და ვფიქრობ, რომ ეს ტრანსფერი გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ როდესაც შენ დასახარჯად ბევრი ფული არ გაქვს, გარკვეულ რისკებზე წასვლა გიწევს. ფულის არქონას მილანი იდეებით ცდილობს, როსონერის კი იდეები ნამდვილად გააჩნია…“