Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ იმედი მაქვს, კონტე ინტერში დარჩება“

იტალიის ნაკრების და მილანის ყოფილმა თავკაცმა არიგო საკიმ იმედი გამოთქვა, რომ ანტონიო კონტე ნერაძურის რიგებში დარჩება.

„ინტერს სეზონის განმავლობაში როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა, დიდი სირთულეების გადალახვა მოუწია და სკუდეტოს მოპოვება დაიმსახურა.

„ანტონიო კონტემ ინტერის ფეხბურთელებს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ასწავლა, ისინი თითოეულ სიტუაციაში ბოლომდე იბრძოდნენ და არ ნებდებოდნენ.

„ეს ინტერისთვის და კონტესთვის ძალიან დიდი მიღწევაა, რადგან მათ იუვენტუსის დომინაციის დასრულება მოახერხეს, ახლა კი დრო მოვიდა, რომ იტალიურმა გუნდებმა ევროპაშიც დაიბრუნონ სტატუსი და იმედი მაქვს, რომ კონტე გუნდში დარჩება და სერია ა-ს ერთ-ერთი ძლიერი სახე იქნება.“