Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ ინგლისმა კატენაჩოს თამაში სცადა…“

არიგო საკიმ ევროპის ჩემპიონატის ფინალი შეაფასა და აღნიშნა, რომ ინგლისმა იტალიის წინააღმდეგ კატენაჩოს თამაშით დიდი შეცდომა დაუშვა.

„ინგლისმა ჩვენი კოპირება სცადა: მათ გაიტანეს გოლი და მთელი გუნდი მატჩის სტარტიდან დაცვაზე გადაერთო ზუსტად იმ გუნდებისავით, რომლებსაც გასული საუკუნის სტილის – კატენაჩოს ეფექტურობის კიდევ სწამთ.

„შესაძლოა საუთგეიტს ეგონა, რომ ჩვენ მხოლოდ შეტევაში თამაში ვიცოდით, მაგრამ კატენაჩო ჩვენი გამოგონილია და მისი უარყოფითი მხარეები ჩვენზე უკეთ არავინ იცის.

„ვფიქრობ, რომ ინგლისელებს არა ჩვენთვის, არამედ ესპანეთისთვის და ავსტრიისთვის უნდა მიებაძა და მაღალი პრესინგი ეთამაშა, რამაც იტალიას ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა.“