Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ ინტერი რეალთან გაბედული უნდა იყოს“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ ინტერი – რეალის დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ნერაძურიმ ბლანკოსის დაცვაში არსებული პრობლემებით უნდა ისარგებლოს.

„მადრიდის რეალს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს, თუმცა მათ შეტევაში უფრო დიდი პოტენციალი აქვს, ვიდრე დაცვის ხაზში.

„კარლოს გუნდში მისვლის შემდეგ მათი დაცვა შედარებით გამოსწორდა, მაგრამ კვლავ სუსტ წერტილად რჩება და ინტერმა ამით აუცილებლად უნდა ისარგებლოს.

„ინტერმა ის თამაში უნდა აჩვენოს, რომელიც ჩვენ გასულ ტურებში სერია ა-ში ვნახეთ. ინძაგიმ და მისმა გუნდმა სიმამაცე უნდა გამოავლინოს და თამაში მხოლოდ კონტრ-შეტევებზე არ უნდა ააწყოს.“