Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ ინტერი სერია ა-ში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობს“

ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტის არიგო საკის აზრით, ინტერი მიმდინარე სეზონში სერია ა-ში არა მხოლოდ ყველაზე შედეგიან, არამედ ყველაზე ლამაზ ფეხბურთსაც თამაშობს.

„სერია ა-ს პირველი წრის შემდეგ თამამაშ შეიძლება ითქვას, რომ მოქმედი ჩემპიონები სერია ა-ში ყველაზე სტაბილურ, ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობენ.

„სეზონის სტარტზე ვერ ვიფიქრებდი, რომ 3 უმნიშვნელოვანესი ფიგურის დაკარგვის შემდეგ, როგორებიც კონტე, ჰაკიმი და ლუკაკუ იყვნენ, ინტერი კვლავ ასეთ სიმაღლეზე თამაშს გააგრძელებდა, მაგრამ ჩემდა გასავკრიდა ისინი ახლა უფრო უკეთ გამოიყურებიან.

„ინტერმა ანტონიო კონტეს დანატოვარი შეინარჩუნა, ინძაგისგან კი მეტი თავისუფლება და ევროპული ფეხბურთის იდეები მიიღო. დღეისათვის არ ვფიქრობ, რომ სერია ა-ში რომელიმე გუნდი მათ დონეზე დგას.“