Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ ინტერს საუკეთესო გუნდი ჰყავს, მაგრამ მილანმა მეტი ენთუზიაზმით მოიგო, ლუკაკუ ?…“

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ რომელუ ლუკაკუს ინტერში დაბრუნება შეაფასა.

„ლუკაკუ არის ფეხბურთელი, რომელსაც სხვაობის შექმნა შეუძლია. მან ეს ერთხელ უკვე დაამტკიცა და ვფიქრობ, რომ მასთან ერთად ინტერი საგრძნობლად ძლიერი გუნდი გახდება.

„ის ფიზიკურად ძლიერია, ბურთის დაცვა კარგად შეუძლია და იცის, თუ როგორ შეუტიოს სივრცეებს.

„ეჭვგარეშეა, რომ ინტერს გასულ სეზონშიც უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდა, მაგრამ მილანმა გამარჯვება გუნდური სულისა და ენთუზიაზმის წყალობით მოახერხა.

„დაასუსტებს თუ არა პერიშიჩის წასვლა ინტერს ? ივანი დიდებული ფეხბურთელია, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მაგრამ მათ გოსენსი ჰყავთ, რომელსაც პერიშიჩის შეცვლა შეუძლია.

„მილანის მთავარი იარაღი ? მილანმა გუნდური სულისკვეთება და მოტივაცია უნდა შეინარჩუნოს და მომდევნო სეზონშიც კოლექტიურად იბრძოლოს, ეს მათი მთავარი იარაღია.“