Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

საკი:“ იტალია კოლექტიურ თამაშს უნდა დაუბრუნდეს“

არიგო საკიმ ავსტრიასთან იტალიის ნაკრების თამაში შეაფასა.

„ავსტრიის ნაკრებმა, რომელიც გუნდური სულით და ორგანიზებულობით გამოირჩევა, ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა.

„ჩვენ ძლიერი ხასიათი გამოვავლინეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ, მაგრამ აძური კოლექტიურ თამაშს უნდა დაუბრუნდეს, რადგან ავსტრიასთან იტალიას სინქრონი და გუნდურობა აკლდა

„რობერტო შესანიშნავი მწვრთნელია და დარწმუნბული ვარ, მან სხვებზე უკეთ იცის, თუ რის გამო გაგვიჭირდა ავსტრიის დამარცხება.

„თუ ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე მნიშვნელოვანი შედეგის დაფიქსირება გვსურს, იტალიამ გუნდური, კოლექტიური თამაში უნდა აჩვენოს და არა ის, რაც ჩვენ ავსტრიის წინააღმდეგ მეორე ტაიმში ვნახეთ.

„კიეზა ? მისი გოლი ნამდვილი ჩემპიონის შესაბამისი იყო, მაგრამ მას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ზოგ ეპიზოდში მეტი კრეატიულობა მართებს.“